რა არის ისთმოცელე? რა სიმპტომები აქვს? როგორ ისმება დიაგნოზი?

ოპერაციები ტარდება Acıbadem Altunizade-ის საავადმყოფოში, da Vinci რობოტული ქირურგიული სისტემით.
მოითხოვეთ ვიზიტისაკეისრო კვეთა, როცა ის სწორი ჩვენებით ტარდება, სიცოცხლის გადამრჩენი მეთოდია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საკეისრო კვეთის წყალობით მშობიარობისას და მშობიარობის შემდეგ ჩვილთა სიკვდილიანობა 10%-დან 15%-მდე მცირდება.
თუმცა საკეისრო კვეთამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გართულებები. ერთ-ერთი მათგანია საკეისრო კვეთის ნაწიბურის დეფექტი, რომელიც ცნობილია როგორც ისთმოცელე.
ისთმოცელე უკავშირდება სხვადასხვა გინეკოლოგიურ დაავადებას. მართალია, ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს გახევა და საკეისრო კვეთის ნაწიბურის ექტოპიური ორსულობა, უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ისთმოცელე საკეისრო კვეთაგადატანილ ქალებში საკმაოდ ხშირი და ძნელად დიაგნოსტირებადი მდგომარეობაა. გარდა ამისა, ისთმოცელეს მქონე ქალებში იზრდება გართულების განვითარების რისკი ისეთი გინეკოლოგიური პროცედურების დროს, როგორიცაა საშვილოსნოსშიდა საშუალების ჩადგმა, ამოღება ან ემბრიონის ტრანსფერი.
რა სიმპტომები აქვს ისთმოცელეს?
ისთმოცელეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ისთმოცელეს დიაგნოსტიკის ყველაზე მარტივი გზა გამოსახულებითი მეთოდების გამოყენებაა. ისთმოცელეს დიაგნოსტიკა შესაძლებელია ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევით, ფიზიოლოგიური ხსნარის ინფუზიური სონოგრაფიით, ჰისტეროსალპინგოგრაფიით, ჰისტეროსკოპიით ან მრტ-ით. თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღებად ეს გამოსახულებითი კვლევა უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის დასრულებისთანავე, ადრეულ პროლიფერაციულ ფაზაში.
მკურნალობის მეთოდები კი დაავადების მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება. ამასთან, ამ ეტაპზე მხედველობაში მიიღება ისიც, სურს თუ არა პაციენტს მომავალში ბავშვის გაჩენა. ისთმოცელეს საბოლოო მკურნალობა ამ უბნის ქირურგიული ამოკვეთაა. ეს ოპერაცია დღეს უმეტესად ლაპაროსკოპიულად ან რობოტულად ტარდება. ოპერაციის შემდეგ პაციენტები ერთ დღეში, მოკლე ვადაში გაიწერებიან და ძალიან მოკლე დროში უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას.
ერთად შევარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მეთოდი
გასინჯვისა და ვიზუალიზაციის შემდეგ ნათლად განვიხილოთ, ხართ თუ არა რობოტული ქირურგიისთვის შესაფერისი კანდიდატი.


