საშვილოსნოს დაშვების მკურნალობა რობოტული ქირურგიით

ოპერაციები ტარდება Acıbadem Altunizade-ის საავადმყოფოში, da Vinci რობოტული ქირურგიული სისტემით.
მოითხოვეთ ვიზიტისაშვილოსნოს დაშვება ვითარდება მაშინ, როცა მენჯის ფსკერის კუნთები და იოგები ძალას კარგავს და დროთა განმავლობაში საშვილოსნოს ვერ იკავებს. საშვილოსნოს დაშვების შორსწასულ სტადიებზე საშვილოსნო საშოში ქვევით ინაცვლებს და გარეთ გამოდის. ზოგადად, საშვილოსნოს დაშვება ნებისმიერი ასაკის ქალში შეიძლება გვხვდებოდეს.
თუმცა უფრო ხშირად გვხვდება იმ ქალებში, რომლებსაც ერთზე მეტი ბუნებრივი მშობიარობა ჰქონდათ, და მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. მსუბუქი დაშვება ჩვეულებრივ მკურნალობას არ საჭიროებს. ამის ნაცვლად კეგელის ვარჯიშის მსგავსი ვარჯიშები მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერებით საშვილოსნოს დაშვების თავიდან აცილებას შეიძლება უზრუნველყოს. თუმცა როცა დაშვება შორსწასულ ხარისხს აღწევს, ქირურგიული ჩარევა აუცილებლად საჭირო ხდება.
სიმპტომები და მიზეზები
მსუბუქი საშვილოსნოს დაშვება ჩვეულებრივ სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა როცა დაშვება საშუალო ან მძიმეა, ზოგიერთი სიმპტომი ვლინდება. საშვილოსნოს დაშვების ხშირ სიმპტომებს შორისაა ტკივილი საზარდულის არეში, საშოდან გამოშვერილი ქსოვილი, შარდის შეუკავებლობა, ნაწლავთა მოქმედების პრობლემები, შეგრძნება, თითქოს საშოდან რაღაც ვარდება, და საშოს ქსოვილში შეგრძნების დაკარგვა.
ზოგ შემთხვევაში ეს სიმპტომები დილით ნაკლებად შემაწუხებელია, დღის მეორე ნახევარში კი შეიძლება გაძლიერდეს. საშვილოსნოს დაშვების მიზეზი შეიძლება გახდეს ორსულობა, რთული მშობიარობა, სიმსუქნე, მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დაბალი დონე, ქრონიკული ხველა ან ბრონქიტი და ქრონიკული კონსტიპაცია (ყაბზობა). ასევე მუდმივად სიმძიმეების ამწევ ადამიანებში დროთა განმავლობაში საშვილოსნოს დაშვება ვითარდება.
საშვილოსნოს დაშვების მკურნალობა
იმ შემთხვევებში, როცა საშვილოსნოს დაშვება ძლიერად გამოხატული არ არის, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის. თუმცა შორსწასულ სტადიებზე ერთადერთი ჩარევა ქირურგიული მეთოდია. ეს ჩარევები რობოტული ქირურგიით დახურული გზით შეიძლება შესრულდეს. ექიმის მიერ კონსოლიდან მართული რობოტული მკლავებით შესრულებული ოპერაციები უკიდურესად მცირე ჭრილობებიდან სრულდება.
ამის წყალობით, თუ საშვილოსნოს დაშვების ჩვეულებრივი ოპერაციის დროს გამოჯანმრთელების პროცესი 6-დან 8 კვირამდე გრძელდება, რობოტული ქირურგიით ეს დრო 3-4 კვირამდე მცირდება. გარდა ამისა, უაღრესად მოწინავე ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენების წყალობით რობოტული ქირურგიით შესაძლებელია საშოს ბუნებრივი სიგრძისა და სიღრმის შენარჩუნება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პაციენტს როგორც ნაკლები ტკივილი აქვს, ისე სექსუალური ფუნქციის შენარჩუნებაც შეუძლია.
ერთად შევარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მეთოდი
გასინჯვისა და ვიზუალიზაციის შემდეგ ნათლად განვიხილოთ, ხართ თუ არა რობოტული ქირურგიისთვის შესაფერისი კანდიდატი.

